დღეს მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა განმუხურში გაიმართება.
ბურჭულაძე ადგილობრივ მოსახლეობას 21 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. წარდგენას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერებიც დაესწრებიან.
დღესვე გაიმართება ხუთპუნქტიანი შეთანხმების პრეზენტაცია, რაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეთანხმებას ითვალისწინებს, რასაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ.
ხვალ პაატა ბურჭულაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ბათუმში წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.