ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი: ჩვენ, ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს
29-08-2016, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ, ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, - აღნიშნული განცხადება გუშინ, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა გააკეთა.

 

 

ევროპარლამენტარის თქმით, "საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი".

 

 

„2016 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ჩვენ, ევროკავშირში გვინდა და ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის სახალხო პარტიის, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ და პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ვუსურვებ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები....

 

 

საქართველოს სჭირდება რეფორმები ეკონომიკის სფეროში, ჩვენ ვიცით, რომ ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის რეფორმები. მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც შემექმნა გორში. საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ, ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს. საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელია, ადგას სტაბილური დემოკრატიის გზას და დიდი დემოკრატიისთვის საჭიროა სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია და პლურალიზმი“, - განაცხადა მაკალისტერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი