სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება
29-08-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

საგზაო დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი - 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიგება 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

"სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი