სერგო რატიანი: როგორც ჩანს ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს
19-02-2015, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ აბაშიძის გაკეთებული განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა სერგო რატიანმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.

 


,,სიმბოლურია, რომ ზურაბ აბაშიძე აკეთებს მსგავს განცხადებას. როგორც ჩანს, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს. აბაშიძის მხრიდან ეს განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს. ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სერგო რატიანმა.

 


რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი