საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
შსს-ს ცნობით, შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს გიორგი მღებრიშვილის მეორე სამუშაო ვიზიტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირველი სამუშაო ვიზიტის დროს, რომელიც 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა, საქართველოს შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს და გერმანიის დეფერალური მიწების: ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.