"ქართული ოცნებისგან", რომელიც მუდმივად ლაპარაკობს განვლილ ცხრა წელსა და სააკაშვილის რეჟიმზე, ძალიან უხერხულია გარიგება იმ ადამიანებთან, ვინც 2012 წელს, ცოცხების ფონზე, 5 ნომრით იყარეს კენჭი – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გააკეთა. მისი თქმით, განვლილმა ოთხმა წელმა "ქართული ოცნების" პარტიული მშენებლობისთვის ფუჭად ჩაიარა.
"ჩვენ ვნახეთ, პოლიტსაბჭოში, ფაქტობრივად, ქუჩიდან როგორ მიიყვანეს ცხრა ადამიანი, რითაც აღიარეს, რომ ამ ოთხმა წელმა პარტიის მშენებლობისთვის ფუჭად ჩაიარა. დღეს "ქართული ოცნება" დგას სამ საარჩევნო ვეშაპზე: პირველი - ბიძინა ივანიშვილის სახელი და რესურსია; მეორე - ანტინაციონალური განწყობა ანუ ამომრჩეველი, რომელიც კრიტიკულად აფასებს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ვერ იტანს "ნაციონალურ მოძრაობას" და მესამე - მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე ადამიანები, ე.წ. რაიონების მაყურებლები, რომლებიც შევარდნაძიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლებასთან ახერხებენ გარიგებას. "ქართული ოცნებისგან", რომელიც მუდმივად ლაპარაკობს განვლილ ცხრა წელსა და სააკაშვილის რეჟიმზე, ძალიან უხერხულია გარიგება იმ ადამიანებთან, ვინც 2012 წელს, ცოცხების ფონზე, 5 ნომრით იყარეს კენჭი. ეს მათ რიტორიკას ფარსად აქცევს, ისევე, როგორც ფარსად აქცევს სასამართლოსა და მთელ საჯარო სექტორში გამეფებული კოლექტიური მურუსიძე", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.