ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე: თმაგაპუწული, ფაჩუჩებიანი, გოგლი-მოგლი ბიჭი გამოვიდეს, მოყვეს სად იყო 2012 წლამდე
29-08-2016, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს თმაგაპუწული, ფაჩუჩებიანი და გოგლი-მოგლი ბიჭი რომ გამოდის ახლა და ყვება რაღაცებს, თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებდით და ის იყო ქართული პროტესტის მედროშე, გამოვიდეს და მოყვეს თვითონ სად იყო 2012 წლამდე, რას აპროტესტებდა“,- ამბობს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

 

 

ელისაშვილი კობახიძისგან ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან მისთვის და მისი მეგობრებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

 

„2012 წლის ოქტომბრის ბოლოს რომ გახდნენ ყველანი დევგმირები და ლომები, ველოდები პასუხს და თუ ბოდიში არ იქნება, შემდეგ ნუ დამაბრალებენ, რომ არაკორექტული ვარ და თავს ვერ ვიკავებ. მოგვიხადოს საჯარო ბოდიში მე და ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვმართავდი აქციებს იმელის, მირზა შაფის დასაცავად, ვაკის პარკში ხეების მოჭრის წინააღმდეგ. კობახიძის განცხადება იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ასეულობით ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ეშინოდა „ნაციონალების“ დროს, მაგრამ შიშს ებრძოდა, გამოდიოდა ქუჩაში და კობახიძესავით გულგრილი არ იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და ირაკლი კობახიძეს მიმართა გადახედოს არქივს, ცირა და ალეკო ელისაშვილების აქტივობის შესახებ.

 

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც ბევრს ჰგონია ირაკლი კობახიძე პატარა, მიამიტი ბიჭი არ არის, ის 38 წლისაა და უნდა მიბაძოს დავით ნარმანიას რამდენიმე საათში ბოდიშის მოხდით.

 

 

„ირაკლი კობახიძე ამ თავისი ვარცხნილობით ნამდვილად არ გვახსოვს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი კობახიძე ბოდიშს არ მოიხდის, ელისაშვილი „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან ელოდება ამ ნაბიჯს.

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ალეკო ელისაშვილის ასეთი აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი