თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, სევდია უგრეხელიძემ თქმით, საკრებულო დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც ისევე აქტიურობდა, როგორც დღეს.
აღნიშნულით უგრეხელიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლამდე ალეკო ელისაშვილის აქტიურობა არ ახსოვს.
„საკრებულოში ყოფნის დროსაც და ვიცე-მერობის პერიოდშიც, ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი ყველა დებატებში კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა, ჩვენ მას ვედავებოდით, რომ მხარედ გამოდის და ეს დაუშვებელია. ასევე შემიძლია ვთქვა „პარტიზან მებააღეებზე“, რომლებიც ზუსტად ისეთივე ლექსიკით, ისეთივე თავგამეტებით იცავდნენ, ზოგ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ პოზიციებს. ამიტომ სასაცილოა, რომ რაღაც შემუშავებული მესიჯით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, ვისთან ალიანსიც არც ერთ მხარეს არ სურს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.