გია ხუხაშვილი: "ნაციონალებმა" სანდრა რულოვსის გამოჩენით საკუთარ ელექტორატს მიანიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სული აქ ტრიალებსო
29-08-2016, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ჩართვაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, სანდრა რულოვსის გამოჩენით "ნაციონალებმა" საკუთარ ელექტორატს მიანიშნეს, რომ "მიხეილ სააკაშვილის სული აქ ტრიალებსო". გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საშუალება, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური ბრძოლა გამართოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ისინი ეყრდნობიან კონკრეტულ რეგიონებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის კი, როგორც ხუხაშვილი ამბობს, "აქილევსის ქუსლი სამეგრელოა, საიდანაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების ინიცირება".

 

 

"ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ ქალბატონ სანდრა რულოვსს მორალური უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი გამოჩენა ძალადობის ცხრა წელთან ასოცირდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მე არა მგონია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამით პოლიტტექნოლოგიური შეცდომა დაუშვა. ამ პარტიას ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, რომელსაც, მართალია, ზრდის პერსპექტივა არა აქვს, მაგრამ პარტია წლიდან წლამდე მის შენარჩუნებას ახერხებს. ამ ხალხისთვის ძალის ცენტრი კვლავაც მიხეილ სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ყოველი მხრიდან არაერთი ძალა ფაფხურობს, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რეალურად დღემდე ორი ფიგურა თამაშობს: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ყველა სხვა პაიკია. სწორედ მათ ირგვლივ ვითარდება ეს პოლიტიკური დრამა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრა რულოვსისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ნეგატიური განწყობა ჭარბობს, ამ ძალის ელექტორატი მაინც მიბმულია მიხეილ სააკაშვილზე. "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს საშუალება, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური ბრძოლა გამართოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ისინი ეყრდნობიან კონკრეტულ რეგიონებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლი სამეგრელოა, საიდანაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების ინიცირება. სანდრა რულოვსის გამოჩენით საკუთარ ელექტორატს მიანიშნეს, მიხეილ სააკაშვილის სული აქ ტრიალებსო! საქმეში ჩახედული ხალხისთვის რულოვსის პოლიტიკაში მონაწილეობა მიუღებელია, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ პოლიტიკურ პროცესებში ღრმად გარკვევას", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   cheap_viagra
      
cheap viagra For Men Price In Bangalore in Fort Worth .
11 ნოემბერი 2016 05:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი