აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წლების განმავლობაში სრულ პატივისცემას აფიქსირებს.
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ელმარ მამედიაროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, ის ეთანხმება ქართველ კოლეგას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.
„მე გეთანხმებით, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის და კარგი სამეზობლო ურთიერთობების საფუძველზე არის დაფუძნებული“, - განაცხადა მამედიაროვმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმითვე, ორივე ქვეყნა რჩება ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან ქვეყნებად.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვრჩებით ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან ქვეყნებად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, რომლითაც დაიწყო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება“, - განაცხადა მამედიაროვმა.
მან ასევე, ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. მისი ინფორმაციით, წელს თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება ბოლო ნაწილი და შემდეგ უკვე ამოქმედდება ეს სარკინიგზო კავშირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.