საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო
19-02-2015, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. სააკაშვილის შესახებ კი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

 


"სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა. უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე. სწორედ მათი კომპეტენციაა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ დამოკიდებულები ვართ უკრაინის პროკურატურაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

როგორც შოთაძე ამბობს, უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს, მაგრამ "მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე".

 

 

"საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშიროსი ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში ინტერპოლის მექანიზმიც გამოყენებულია, თუმცა ინტერპოლს არ აქვს შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების გარეშე რაიმე სამართლებრივი პროცედურები განახორციელოს და ძებნილი ბრალდებული დააკავოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი