სამტრედიაში, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია. ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
ოჯახის წევრების თქმით, ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე წამების ნაკვალევი აქვს.
„ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასტიკად დასჯას, თუმცა როგორც გავიგეთ ის გაქცეულია და მიმალულია. ვითხოვთ, რომ გოდერძი თევზაძე დაკავებულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და 40 დღის შემდეგ მიცვალებულს ამოვთხრით და პოლიციასთან დავასვენებთ“, - განაცხადა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 22 წლის დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის სავარაუდოდ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
8 აგვისტოს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.