აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ჯანელიძის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული რეგულარული შეხვედრები საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
"ჩვენი ურთიერთობების შემდეგი გაღრმავება და განმტკიცება არის ჩვენს ინტერესებში და ამას ემსახურება ჩვენი ასეთი რეგულარული შეხვედრები”, -განაცხადა მიხიელ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯელ კოლეგასთან შეხვედრაზე, თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობაც განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.