ირაკლი კობახიძე: კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის
29-08-2016, 06:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო როცა ”რუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა ”ნაციონალების” ნებართვის გარშე, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთრში გააკეთა.

 


”არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო როცა ”რუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა ”ნაციონალების” ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც....

 

 

ის რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე....

 

 

იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა ავტორიც დაგისახელეთ, მაშინ მე სულ გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, სამოქალაქო ატივობების და აქციების სახით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი ლექციებს. მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომლმაც გააპროტესტა იქ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” განახორციელა. მაშინ როცა ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა ”ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლიდან ჩავერთე ”ქართული ოცნების” აქტივობებში”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი