"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:
გლდანი - პაატა ჩოხელი; ნაძალადევი - ვახტანგ ბოლოთაშვილი; დიდუბე - მიხეილ ქუმსიშვილი; სამგორი - ტატო მორჩილაძე; ისანი - თეიმურაზ მჭედლიშვილი; კრწანისი - ბეჟან ნათელაშვილი; საბურთალო - სოფო გუგავა; ვაკე - ლეილა გაფრინდაშვილი; მთაწმინდა - გიორგი სულხანიშვილი;
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა "ქართული ოცნების" მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები დაიწუნა.
" ჩვენ ვდგავართ დიდი მეფის თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასლის ძეგლთან, რომლის დაარსებული ქალაქი ბიძინა ივანიშვილის ხროვამ კიდევ ერთხელ შეარცხვინა, როდესაც წარმოადგინა ქალაქის მაჟორიტარებად ლაქამოცხებული, უმაქნისი ჯგრო კანდიდატებად. ჩვენ წარმოგიდგენთ ხალხს, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იფიქრებენ იმაზე, როგორ დაუბრუნონ თბილისს ძველი დიდება,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.