უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ აბდუგანიევიჩ კარიმოვი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის შვილი ლოლა კარიმოვა-ტილიაევა ადასტურებს.
“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო, ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”, - წერს კარიმოვა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
BBC-ის ცნობით, უზებეკთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ 78 წლის ისლამ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის და მას სრული სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება.
“სპეციალისტთა აზრით, სრულ სამედიცინო გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება”, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გავრცელდა.
კარიმოვი სახელმწიფო ტელევიზიამ 17 აგვისტოს აჩვენა, როდესაც სამხრეთ კორეის შს მინისტრს შეხვდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ზეიმი - რომელსაც პრეზიდენტი ყოველთვის ესწრება - პირველ სექტემბერს უნდა გაიმართოს.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.