პრეზიდენტის მოწოდება, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად იმუშაონ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას.
"მე მგონია, რომ ის საარჩევნო მესიჯები, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, კარგად და ზუსტად მიდის ამომრჩევლამდე. პრეზიდენტის მოსაზრება, მართალია, მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს.
პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს - თუ რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.