საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის მიერ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ჯაფარიძის თქმით, "ამერიკის მხარე, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც 2008 წელს მოხდა".
„ეს ცნობილია. ბატონმა ფრიდმა ეს დღევანდელ ინტერვიუში გაახმოვანა; მე გაცილებით ადრე მომისმენია მისგანაც, უშუალოდ კონდოლიზა რაისისგან და სტივენ ჰედლისგანაც, რომ ამერიკის მხარე, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც 2008 წელს მოხდა. ის, რომ მას ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი და თითქოს ამერიკის მთავრობამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ბუშმა მას მისცა ინდულგენცია იმის თაობაზე, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, არ შეესატყვისება სიმართლეს. ეს პროვოკაცია დაწყებულია საუკუნეების განმავლობაში და ამას აკეთებს რუსეთი უკვე საუკუნეების განმავლობაში, მთავარი იყო, რომ იმ დაგებულ ხაფანგში, არ ჩავმხტარიყავით“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
"მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ ‘სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს.’ მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე", - განაცხადა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლიზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.