ამერიკელმა კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი მოინახულეს: მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს
29-08-2016, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები, დანკან ჰანტერი და მარკ სენფორდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან პირადად მოისმინეს არსებული რთული ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 

 

აშშ-ის კონგრესმენების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად გაცნობოდნენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად შექმნილ ვითარებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფაზე.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს, რადგან იგივე, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს“,- განაცხადა კონგრესმენმა დანკან ჰანტერმა.

 

 

„ყურადსაღებია ის ვითარება, რომელიც აქ დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ დევნილების საცხოვრებელი ადგილები. გარდა ამისა, ჩვენ გავხდით თვითმხილველები საზღვრის შეცვლის აქტიური პროცესისა, რაც აქ სისტემატიურად ფიქსირდება.“- აღნიშნა კონგრესმენმა მარკ სენფორდმა.

 

 

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს 27-30 აგვისტოს პერიოდში სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ადგილზე გაეცნობიან საქართვლოში განხორციელებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს. აშშ-ის კონგრესმენებმა უკვე მოინახულეს კრწანისის სასწავლო ცენტრი. მათ კახეთის რეგიონშიც უმასპინძლეს, სადაც საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს გაეცნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი