გიორგი კვირიკაშვილი ბაქოს ეწვევა
29-08-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტად ბაქოს ეწვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.

 

 

აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით.

 

 

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი