ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” განუცხადა.
მანვე სოსანაშვილის ოჯახის ბრალდებებს, თითქოს პროკურატურამ დნმ გააყალბა, სასაცილო უწოდა. მთავარი პროკურორის მოადგილის მტკიცებით, პროკურატურას გააჩნია ბევრი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის დანაშაულზე მიუთითებს. მათ შორის, შოთაძის თქმით, პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში ამოწმებდა.
მისივე თქმით, 20 იანვარს, აფეთებამდე ერთი საათით ადრე ირაკლი ფირცხალავამ სოსანაშვილს დაურეკა, როდესაც სოსანაშვილი იმყოფებოდა სოფელ ყარაფილას მომსახურე მობილური ტელეფონების ანძის ტერიტორიაზე.
“სასაცილოა, რომ გაყალბდა სოსანაშვილთან დნმ. ვიდრე მოხდებოდა მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება, გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ დნმ-ს კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო, არ ვიცოდით. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმდნენ სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ს ჩადება მოხდა, სასაცილოა. დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდნენ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები”, – განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, სოსანაშვილის დაკავების შემდეგ მოხდა მისგან დნმ-ის აღება, რომელიც დაემთხვა საფლავზე ამოღებულ ნიმუშს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.