მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
29-08-2016, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

 

 

"შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში.

 

 

ამ კუთხით ხაზი გაესვა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტებს. მინისტრებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.

 

 

ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან ინვესტიციების მზარდ მოცულობას და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი