ხობში, „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირში მესამე ადგილი ხობის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ფოთის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. პირველი ადგილი და შესაბამისად ნუტის სახელობის თასის მფლობელი ბათუმის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
"ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვებულებისთვის პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააწესა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწვრთნელები და ლემონჯავას ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ", - აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.