ბობოყვათი-ქვედა კვირიკეს საავტომობილო გზის მოასფალტება რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს სარებილიტაციო სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, გაბიონები, ხოლო ამ ეტაპისთვის 4400 მეტრიან მონაკვეთზე 5 სანტიმეტრიანი ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, რომლისთვისაც 1 008 745 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.