ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა ოთარ დანელიასთან შეხვედრისას, ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა
29-08-2016, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის პირველ ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

 


შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზიგაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოაცხადა და დარგის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა.

 


"ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიიტ გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოთარ დანელიამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, მინერალური წყლების და თხილის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა.

 


ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. მიხეილ მიატლიკოვმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა. ელჩმა 1-4 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ დაგეგმილ ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე ოთარ დანელია პირადად მიიწვია და აღნიშნა, რომ გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

 


შეხვედრას სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი