პაატა ბურჭულაძემ დასავლეთ საქართველოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
29-08-2016, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკურმა პლატფორმამ "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ამომრჩევლებს პაატა ბურჭულაძემ წარუდგინა, მანამდე კი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

 

"მოგესალმებით ჩემო დებო და ძმებო. დღეს ვიწყებთ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. სულ რამოდენიმე ასეულ მეტრში მტრის ჯარი დგას და იმის იქით ოკუპირებული ტერიტორიებია. მე მინდა შევძახო ჩვენ აფხაზ ძმებს, რომ საქართველოში მოდის ისეთი მთავრობა, რომლის ნდობაც შეიძლება. ჩვენ გავერთიანდებით და საქართველო სულ მალე იქნება გაერთიანებული,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატთა სია კი ასე გამოიყურება:

 

 

ხობში პარტიის კანდიდატი იქნება კახაბერ ნადარია. პარტიის ინფორმაციით, ნადარია პროფესიით ეკონომისტია, არის ბიზნესმენი, ხობის ყოფილი რწმუნებული, საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი.



მარტვილი - აბაშაში „სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატი“ იქნება დავით თოფურია. იგი 2010-2014 წლებში საკრებულოს თავმჯდომარე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში. არის საღვთისმეტყველო საგნების სპეციალისტი. 



ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პარტიის კანდიდატი იქნება გურამ ჩალაგაშვილი. ის იყო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი.  


ქუთაისის პირველ ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ამირან ხვადგიანი. იგი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.



ქუთაისის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ ცამციშვილი. პარტიის ინფორმაციით, ის არის ძირძველი ქუთაისელი, აქტიური ახალგაზრდა, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილებით.



ქუთაისის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია ზვიად ბაღდავაძე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. გარკვეული პერიოდი მუშაობდა ქუთაისის მერიაშიც. 



წალენჯიხა- ჩხოროწყუში პარტიის კანდიდატი გიორგი ხარჩილავაა, რომელიც 1995-1998 წლებში იყო წალენჯიხის მერი, გამგებელი, ასევე გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე. 

 


ფოთი-ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატია კოტე კემულარია, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი რუსეთში და პარლამენტის წევრი. 

 


სამტრედიაში პარტიის კანდიდატი იქნება პაატა მანჯგალაძე. იგი პროფესიით იურისტი, დოქტორანტია, იყო პარლამენტის იურიდიული სამსახურის აპარატის უფროსი, კონსტიტუციონალისტი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერია. პარტიის ინფორმაციით, მისი დახმარებით 1 800-მა სტუდენტმა პარლამენტში სტაჟირება გაიარა. 



თერჯოლა- ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი გვენეტაძეა. პარტიაში აცხადებენ, რომ ის წარმატებული ბიზნესმენი და ქველმოქმედია.

 

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატია ნიკა ქავთარაძე.

 


ზუგდიდის მეორე ოლქში პარტიის კანდიდატი იქნება ბესარიონ თოდუა. იგი 1995-2005 წლებში მუშაობდა საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი. პროფესიით არის იურისტი და ინჟინერ-ეკონომისტი. 



ზუგდიდის პირველ ოლქში იბრძოლებს ვახტანგ ცხადაია. ის ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია. 


სენაკში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია გურამ მისაბიშვილი. იგი სენაკის ყოფილი გამგებელია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტის წევრი. 


საჩხერეში პარტიის კანდიდატი იქნება გიორგი სამხარაძე. იგი იყო საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე, პროფესიით ეკონომისტია. 



ვანი-ხონში პარტიის კანდიდატია მელორ ტყეშელაშვილი.



ოზურგეთში „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ზაზა მამულაშვილი იქნება. ის პროფესიით იურისტი, თეოლოგია. მუშაობდა საპატრიარქოში საგარეო მიმარულებით.



ხარაგაულში პარტიის კანდიდატი იქნება გიგა გლუნჩაძე, რომელიც 2008-2010 წლებში იყო ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და თბილისის მერიაში. პარტიის ცნობით, არის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ და „სახელმწიფო სამი ნულის“ ავტორი და ხელმძღვანელი.



ცაგერი- ამბროლაური- ონი- ლეენტეხი-მესტიაში პარტიის კანდიდატია როსტომ ცხვედიანი. მას აქვს ქირურგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება. 



წყალტუბოში პარტიამ კონსტანტინე სანებლიძე წარადგინა, რომელიც მათივე ინფორმაციით, წლების გამავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში. პროფესიით ფარმაცევტია. 



ჭიათურაში პარტიამ თემურ გვალიას კანდიდატურა წარადგინა. მათივე ცნობით, გვალია საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. იგი პროფესიით არის სამთო - ინჟინერი, იურისტი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი