საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პოლიტიკაში ჩართვას "განწირულ თამაშად" მიიჩნევს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია. მან ”იბერიას” ეთერში საუბრისას არ გამორიცხა, რომ სანდრა რულოვსს თვის ბოლოს თავად "ნაციონალებმა" "თავი გაუტეხონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები". ქანთარია დარწმუნებულია, რომ იმ "შეურაცხყოფის" ფონზე, "რაც სწორედ სამეგრელომ გადაიტანა", სამეგრელო ხმას მას არ მისცემს.
"რაც შეეხება იმას, რომ სანდრა რულოვსის ჩართვა დაჭირდა სააკაშვილს, ეს განწირული თამაშია. არც იმას გამოვრიცხავ და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს თავი გაუტეხონ თვითონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები. სანდრა რულოვსი მსხვერპლად ჰყავთ. არა მგონია სამეგრელომ ”მოჩლექილი” მეგრულის გამო სანდრას მისცეს ხმა და დაავიწყდეს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო, ის შეურაცხყოფა, რაც სწორედ სამეგრელომ გადაიტანა. მე დარწმუნებული ვარ, მეგრელი ხალხი ამ შემთხვევაშიც გამოიჩენს იმ გარჯას, რაც უნდა გამოიჩინოს ასეთ დროს ამომრჩეველმა.”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ, რომელიც არ ვარაუდობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენების გამო ”ქართული ოცნება” მის მიერ დასახელებულ კანდიდატს შეცვლის.
”არ შემიძლია ჯერ ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არ ყოფილა განხილული არც პოლიტსაბჭოს ფორმატში, არც კულუარულად", –აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.