პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წუხელ გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მან სოფელ სადახლოში ქორწილში მოწამლული 200-მდე ადამიანი მოინახულა.
მთავრობის მეთაური მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
"მინდა, დავამშვიდო ყველა, არ ინერვიულონ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაციაა. გამოძიება დაწყებულია, დალუქულია საკვების და სასმელის ნიმუშები და საინტერესო იქნება, დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მთავრობის მეთაურთან ერთად, გვიან ღამით, საავადმყოფოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში პაატა ხიზანაშვილი.
სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელი გახდა. მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.
მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებულები. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.