ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მდებარე ჩინეთის საელჩოსთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც საელჩოს სამმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, სამივე პირი ყირგიზეთის მოქალაქეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყირგიზეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის, ზენიშ რაზაკოვის განცხადებით, აფეთქების შედეგად მხოლოდ თვითმკვლელი ტერორისტია გარდაცვლილი, საელჩოს დაცვის წევრებმა კი დაზიანებები მიიღეს. მისი ცნობითვე, თვითმკვლელმა საელჩოს ღობე მანქანით გაარღვია და თავი აიფეთქა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფია მობილიზებული.
აფეთქების შემდეგ, ჩინეთის საელჩოსა და მასთან ახლოს მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.