"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კალაძემ განუცხადა.
"მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ასე რომ, მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ. სიას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება აუცილებლად გაიგებთ", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.