ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლისა და ხელშეშლის გარეშე, - განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტთან, კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა“ და „დემოკრატებს“ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში.
როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.