საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.
ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსულ კომპანია Yandex Taxi-ზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
„თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს“,- განაცხადა ჯანელიძემ.
ტაქსის გამოძახების რუსული სერვისის, Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განცხადებით, Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია, რაც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის" არღვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.