„არ ვარ თანახმა და მომხრე იმისა, რომ ერთი წარმოთქმული სიტყვის, შეცდომის გამო მერი უნდა გადადგეს“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ. მისი თქმით, შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი თავშეკავება მართებს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა, უფრო მეტი სიყვარული. რაც შეეხება კონკრეტულ წარმოთქმულ სიტყვებს, ბატონმა დავით ნარმანიამ ბოდიში მოიხადა. მე მივესალმები მის ამ საქციელს. შეცდომა ყველას მოგვდის, თუმცა მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი თავშეკავება გვმართებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“,-განაცხადა მერმა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, დავით ნარმანიამ საზოგადოებას მოუბოდიშა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მის გადადგომას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.