30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა და საქართველოში ის 2011 წლიდან აღინიშნება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისთვის.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ამ პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, 2006 წელს ხელი მოეწერა გაეროს კონვენციას „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა.
„ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში დღემდე დაახლოებით 2 000-მდე პირია გაუჩინარებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1 500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკური აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.
სახალხო დამცველი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ ახლობლებს და პატივს მიაგებს ამ პირთა ხსოვნას.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობას, რის შედეგადაც 2013-2015 წლებში გაიხსნა აფხაზეთში არსებული რამდენიმე სამარხი, მოხდა პირთა იდენტიფიცირება და ცხედრების გადმოსვენება. მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ თანამშრომლობა გაუჩინარებულ პირთა მოძიებისა და ოჯახების დახმარების მიზნით.
მნიშვნელოვანია ასევე დროულად იქნას გამოძიებულ 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებულ პირთა საქმეებიც, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წელს პირველად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. ეს რეკომენდაცია 2014 და 2015 წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. მიმაჩნია, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-ნათქვამია სახალხო დამცველი აპარატის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.