კახა კალაძე: ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც სტურუას ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ თევზაძეს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება
30-08-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე არ მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო.

 

 

„როგორც ვიცი, გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ეს მძიმე ფაქტი მოხდა. ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები, პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს.

 

 

დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, სტურუამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი