„Yandex Taxi-ს რუკები არ მინახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, ეს ძალიან ცუდი და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“,-განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის თქმითვე, ზოგადად, რუსული კომპანიების არსებობის შეზღუდვას საქართველოს ბაზარზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია არსებობს და ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი. ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული გზა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ამას, თუმცა პარალელურად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ეს არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იქნება. ნაბიჯები, რომლებიც იქნა გადადგმული, ის, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა შესაძლებელია, მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსული კომპანია Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განცხადებით, Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია, რაც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ არღვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.