კახა კალაძე: არასერიოზული იყო პაატა ბურჭულაძის განცხადება სოციალური დახმარების ბენეფიციართა მილიონამდე გაზრდის თაობაზე
30-08-2016, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეფასებით, სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის მილიონამდე გაზრდის თაობაზე მოძრაობის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადება არასერიოზულია.

 

 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, რადგან არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 000 სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის. არ ვიცი, რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

როგორც გუშინ განმუხურში, დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგენისას,  მოძრაობის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, დღეს სოციალური დახმარება 500 000 ადამიანს ეძლევა და მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობა მილიონამდე გაიზრდება.

 

 

„დღეს სოციალური დახმარება 500 000 ადამიანს ეძლევა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს“,-განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი