საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტაინი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესი საქართველოსთვის ძალიან მალე პოზიტიურად დასრულდება.
„მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებასთან“ გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
„არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭებისგან. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზის ლიბერალიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზის ლიბერალიზაციას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ქონდეს ბოლო სიტყვის უფლება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება, მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.