„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა“, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებასთან“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა.
„მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი, იმიტომ რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, რადგან ჩვენ „სოციალ-დემოკრატებმა“ კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.
მანვე საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
„ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, უნდა აღიკვეთოს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში“, - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.