პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე თანამდებობიდან
გათავისუფლდა.
კობერიძე აღნიშნულ პოსტზე, გასული წლის ზაფხულში შავლიაშვილის მინისტრად დანიშვნიდან მალევე იქნა წარდგენილი. იგი მანამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. კობერიძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ინიაციატორი დავით შავლიაშვილი იყო.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე უკავშირდება თუ არა გიორგი კობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100 %-იანი წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2013-2014 წლების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური სამსახურის ყოფილ უფროსს თამარ ფხოველიშვილს რამდენიმე დღის წინათ დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.