პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსული კომპანია Yandex Taxi-ს არავითარი წახალისება არ ხდება.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები სწავლობენ არღვევს თუ არა Yandex Taxi „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონს“.
„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ან კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რუსული კომპანია Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განცხადებით, Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია, რაც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ არღვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.