საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელზე ვინმესგან მფარველობის ფაქტს გამორიცხავს.
ვოლსკი აცხადებს, რომ "არ შეიძლება მყისიერად იქნას დაკავებული ის ადამიანი, რომლის მიმართაც ბრალდება არსებობს".
„არიან დამნაშავეები, დამნაშავე ადამიანები, მათ შორის საზღვარგარეთ წასულები, რომელთა დაკავება დღემდე ვერ ხერხდება და მე მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ მიმალვაში და ადრე თუ გვიან, აუცილებლად დააკავებენ. ვერ გეტყვით, მომხდარზე რეაგირება დროული იყო თუ არა, მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მყისიერად იქნას დაკავებული ის ადამიანი, რომლის მიმართაც ბრალდება არსებობს. გამოძიებამ აჩვენა, რომ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები და მიუხედავად იმისა, ადამიანი მიმალვაში იმყოფება თუ არა პასუხისგება, აუცილებლად მოუწევს“, - აცხადებს ვოლსკი.
ომბუდსმენის თქმით, ჩნდება კითხვის ნიშნები, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს დემურ სტურუას საქმეში სავარაუდო კანონდამრღვევს.
სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს.
დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, სტურუამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.