„ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მხრიდან ზეწოლის განხორციელება ახალი ამბავი არ არის, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის განცხადებას, რომელმაც სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების თხოვნით მიმართა.
„ზეწოლა მიმდინარეობს ინტენსიური და გიორგი პაპუაშვილმა გაცილებით მეტი პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, ვიდრე შეკითხვებს სვამდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო დღემდე პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დეპუტატის თქმით, სასამართლო ამ დრომდე მოდიოდა სერიოზული პოლიტიკური გავლენებით.
„მე ვფიქრობ, რომ არის მოსამართლეთა ნაწილი, რომლებმაც უარი თქვეს გიორგი პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე და არის ჯგუფი, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერია. უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო განახლდება და განახლებული ძალებით შეუდგება მუშაობას და ვფიქრობ, ეს საკითხებიც დღის წესრიგიდან მოიხსნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ განცხადება ფაფიაშვილმა ბათუმში, ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.