იემენში სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია
30-08-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იემენში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია. აღნიშნული განცხადება იემენის საკითხებში გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა გააკეთა.

 

 

მაკგოლდრიკი აცხადებს, რომ აღნიშნული რიცხვი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით წარდგენილ მონაცემებს ეფუძნება.

 

 

გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის ფაქტობრივი რაოდენობა მეტი იყოს, რადგან იემენის ზოგიერთ რაიონში სამედიცინო დაწესებულებები არ არის, შესაბამისად, დაღუპულთა რეგისტრაცია ვერ ხერხდება.

 

 

იემენის პრეზიდენ აბდ რაბუჰ მანსურის მომხრეებსა და ამბოხებულ ჰუსიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ქვეყანაში ჰუსიტების გავლენის შესამცირებლად და პრეზიდენტის ძალაუფლების აღსადგენად საჰაერო თავდასხმებს პერმანენტულად ახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი