”კანონიერი ქურდობისა” და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანის საქმეზე, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დაიკითხება, - აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
”დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ბატონი გივი თარგამაძის ჩვენება. შესაბამისად, ის მოწვეული იქნება სასამართლო სხდომაზე, რათა გამოკვლეული იქნას მხარეთა მიერ გივი თარგამაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეხება”, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის ინფორმაციით, თარგამაძის სასამართლოში დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.