"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაწვეულია. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო.
აბაშიძის პოსტს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე დაიკავებს.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.