მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ აჭარაში მაღალჩინოსნები აჭარლები უნდა იყვნენ. "რა ხდება, კადრები არ გვყავს აჭარაში?!", - განაცხადა ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც მან ადგილობრივებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„მინდა ჩამოვთვალო რა ხდება დღეს აჭარაში, გარდა იმ გაჭირვებისა, რაც აქ არის. აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, არც სუს-ის უფროსია აჭარელი, არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც მთავარი პროკურორი ყოფილა აჭარელი, აჭარის იუსტიციის სამინისტროში მაღალჩინოსნები არ არიან აჭარლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის აჭარელი. რა ხდება, კადრები არ გვყავს აჭარაში?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა მაგალითს ვაძლევთ აფხაზებს და ოსებს?! როგორც კი გაერთიანდება საქართველო, ისინი აღარ იქნებიან და აღარ მიხედავენ ჩვენს ქვეყანას. ისინი იქნებიან მეორე პლანზე და ჩვენ დავაკმაყოფილებთ. ეს სასწრაფოდ არის შესაცვლელი, როგორც კი მოვალთ, ამას აუცილებლად შევცვლით, მეორე დღიდან, მთავარია, რომ არჩევნებზე მობრძანდეთ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.