მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს, აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ბათუმიდან იქნებიან ისტორიკოსი, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ნინო ტავლალაშვილი, პროფესორი ირაკლი ბარამიძე და ინჟინერ-მექანიკოსი ამირან ბერიძე. ქობულეთიდან საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრის ისტორიკოსი გოჩა ტაკიძე, ხელვაჩაურიდან ლევან ლორთქიფანიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ეკონომისტი მინურ აბულაძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება, ბათუმიდან კენჭს იყრიან იურისტები მალხაზ ნაკაშიძე, ბექა დიასამიძე და ზვიად ბოლქვაძე. ქობულეთიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს ინჟინერ-მექანიკოსი დავით მანელიშვილი. ხელვაჩაურიდან კენჭს იყრის ეკონომისტი იურისტი ჯემალ ბერიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ქედას ყოფილი გამგებელი დავით გათენაძე.
როგორც პაატა ბურჭულაძემ კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, ეს არის ის ხალხი, ვინც აჭარას და მთლიანად საქართვლოს ფეხზე დააყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.