პაატა ბურჭულაძე: მთავრობის მონაცემები, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი, არასწორია და ეს მაჩვენებელი რეალურად მინიმუმ მილიონს შეადგენს
30-08-2016, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მონაცემები, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი, არასწორია და ეს მაჩვენებელი რეალურად მინიმუმ მილიონს შეადგენს.

 

 

აღნიშნულით ბურჭულაძე სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

 

 

„ზოგიერთებმა ან ვერ გაიგეს ან არ გაიგეს თუ რას ვგულისხმობდი. დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ ჩვენ ქვეყანაში არის 500 000 ანუ ნახევარი მილიონი გაჭირვებული ადამიანი, ვისაც ეხმარება სოციალურად. ეს არ არის სწორი. დღეს საქართველოში მინიმუმ ორჯერ მეტი უაღრესად გაჭირვებული ადამიანია. ეს არის მინიმუმი. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომ ამ მილიონ ადამიანს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, 9 ოქტომბრის დილიდანვე დაენიშნება სოციალური დახმარება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

გუშინ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობა მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი