ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სოფელ ბოლაჯურში და სოფელ პატარა სმადაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 234 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო რკინა–ბეტონის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი. გზის 107 მეტრიან მონაკვეთზე კი გრუნტის საფარი მოეწყო.
"აღსანიშნავია, რომ შიდა საუბნო გზის ამ მონაკვეთებზე წვიმისა და წყაროს წყლები მოედინებოდა, რომელიც აზიანებდა გზის საფარს და ართულებდა ფეხითა და ავტომანქანით გადაადგილებას.
სამუშაოების შესრულებას საერთო ჯამში 26 734 ლარი მოხმარდა", – აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.